500 პედაგოგმა გამოცდაზე გასვლას, პენსია და ორწლიანი ჯილდო არჩია

23 მაისი 2019, 18:25 3767 ნახვა

რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს. განათლების სამინისტროს შეთავაზების მიხედვით, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ საშუალება, სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის  ხელფასი მიიღონ.

ასაკოვან პედაგოგებს უნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტიც, პენსიონერმა პედაგოგებმა რეგისტრაციის გასაუქმებლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი