google Translatotron-ის ფუნქციები გაფართოვდა და კომპანია უკვე, ტექსტთან ერთად, თქვენს საუბარს ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის. უფრო მეტიც, თქვენს ხმაში განწყობას, ტონალობას, საუბრის ტემპს და მანერასაც ხვდება და ისე გთავაზობთ თქვენთვის სასურველ ენაზე. გარდა ამისა, მას შეუძლია სიტყვის წყაროს სპიკერის ხმა შეინარჩუნოს.
Google-ის სისტემის მიზანია, ახალი ნიუანსების დამატებით თარგმნის ფუნქცია საუბრის მანერასთან მაქსიმალურად მიახლოვებული იყოს და ასევე, შესაძლებელია, თარგმანი ტექსტად გარდაქმნის გარეშე, პირდაპირ ხმოვანად თარგმნოს.
google-ს ბლოგპოსტის თანახმად, Translatotron-ის კომერციულ მოხმარებაში გამოსვლა, უახლოეს პერიოდში არ იგეგმება.