7 ფეხბურთელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, 4 ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში რჩება

22 მაისი 2019, 15:00 2700 ნახვა

 

სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ, დაკავებული 11 ფეხბურთელიდან 7 ბრალდებული, სასამართლო გადაწყვეტილებას სახლიდან დააკვირდება. მოსამართლემ, პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა და  მატჩების გაყიდვაში ბრალდებული პირებიდან, მხოლოდ 4 დატოვა წინასწარ პატიმრობაში. 

პროკურატურის მოთხოვნით, 7 ბრალდებულს 10-ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. 

19 მაისს დაკავებულ სპორტსმენებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. სახელმწიფო უსაფხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშზე ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე ურიგდებოდნენ.

გამოძიების ვერსიით, ყოფილმა და მოქმედმა ფეხბურთელებმა, ჯამში 93 500 ლარი მიიღეს. 

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში