ფეხბურთელების დაკავების სერია გრძელდება - გურიის "ლანჩხუთის" 4 ფეხბურთელიც აიყვანეს

20 მაისი 2019, 10:58 7093 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ჩვენი ინფორმაციით, 24 საათში 9 ფეხბურთელი დააკავა. დღეს დილით, 20 მაისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა გურიის საფეხბურთო კლუბის -"ლანჩხუთის" ოთხი ფეხბურთელი დააკავეს.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, დაკავების ოპერაცია სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჩაატარა. 

უწყებამ, გუშინ, 19 მაისს, ბათუმში, "ვიტ-ჯორჯიას" 5 ფეხბურთელიც დააკავა. ისინი ბათუმის "დინამოსთან" გამართული მატჩის შემდეგ, პირდაპირ გასახდელიდან აიყვანეს. 

წინასწარი ინფორმაციით, ფეხბურთელებს მატჩების გაყიდვას ედავებიან, თუმცა სუს-ში ბრალდების შესახებ ამ ეტაპზე არ საუბრობენ. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებენ, რომ სპორტსმენების დაკავების მიზეზებზე განმარტებებს დღეს გააკეთებენ. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში