ბათუმში მატჩის შემდეგ, სამართალდამცველებმა სავარაუდოდ ვიტ-ჯორჯიას ფეხბურთელები აიყვანეს /ექსკლუზივი/

19 მაისი 2019, 23:50 8846 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმი დინამოსა და ვიტ-ჯორჯიას მატჩის დასრულების შემდეგ, ანგისის ბაზაზე, სამართალდამცველები გამოჩდნენ.    პოლიციელებმა ანგისის ბაზის გასახდელის შესავლელი ჩაკეტეს იმ მხარეს, სადაც ვიტ-ჯორჯიას ფეხბურთელები იმყოფებოდნენ.  

დაუზუსტებელი ინფორმაციით,  სპორტსმენები სამართალდამცველებმა პირდაპირ გასახდელიდან წაიყვანეს.  შესაძლოა, საქმე გაყიდულ მატჩებს უკავშირდებოდეს, თუმცა მაუწყებელი ცდილობს ძალოვანი უწყებებიდან, დაზუსტებული ინფორმაციის მოპოვებას. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ  ფეხბურთელები შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუკავებია. მაუწყებელი ცდილობს დააზუსტოს მეტი ინფორმაცია.  

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში