''ბათუმის წყალი'' მოქალაქეებს მოუწოდებს - თუ მღვრიე წყალი მოდის ონკანიდან, ცოტა ხანი დატოვეთ ღია

22 მაისი 2019, 10:40 2970 ნახვა

 დღეს, 22 მაისს, ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე ონკანში ამღვრეული წყალი მოდის. სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერდნენ, რომ სასმელი წყალი ძალიან მღვრიე არის, ის არც დასალევად გამოიყენება და არც საკვების მოსამზადებლად.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს რამდენიმე მოქალაქემ უთხრა, რომ ''ბათუმის წყლისგან'' შეტყობინება მიიღეს, სადაც ეწერა რომ წყალმომარაგების მილზე ტექნიკური სამუშაოების გამო, შესაძლოა წყლის ამღვრევის ფაქტები დაფიქსირებულიყო.

კომპანიის ფეისბუქ გვერდზე წერია, რომ​ წყალმომარაგების ამღვრევის ფაქტი შესაძლოა დაფიქსირდეს: კლდიაშვილის, ყაზბეგის, მეტაქსას, ზუბალაშვილის და ფალიაშვილის ქუჩებზე.

ასევე, რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩების მონაკვეთში, ქვემოთ ჩამოთვლილ ქუჩებზე:
გრიბოედოვის ქუჩა;
ლერმონტოვის ქუჩა;
თაყაიშვილის ქუჩა;
სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა
ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა;
მელიქიშვილის ქუჩა;
26 მაისის ქუჩა;
ვაჟა-ფშაველას ქუჩა;
ლუკა ასათიანის ქუჩა;

ასევე, გრიბოედოვის და ლუკა ასათიანის ქუჩების მონაკვეთში, ქვემოთ ჩამოთვლილ ქუჩებზე:
გორგილაძის ქუჩა;
ფარნავაზ მეფის ქუჩა;
ახვლედიანის ქუჩა;

''ბათუმის წყალი'' მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში სისტემიდან ამღვრეული წყლის გამოშვებისთვის ონკანი ცოტა ხნით დატოვონ ღია.

კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ამღვრეული წყალი  დროთა განმავლობაში მილზე მიკრულ მინერალებს შეიცავს და სახიფათო არ არის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში