ვარშალომიძემ ქობულეთში შეჩერებულ პროექტებზე ისაუბრა

19 აგვისტო 2016, 00:00 2260 ნახვა

აჭარში ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი ლევან ვარშალომიძე ქობულეთში მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ქობულეთში არა ერთი პროექტი შეჩერდა. საუბარი იყო ქუჩების ინფრასტრუქტურის, ფიჭვნარში პარკის მშენებლობის, სპორტსკოლის და ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტებზე. გარდა ამისა, ლევან ვარშალომიძის თქმით, ქობულეთი ტურისტულ სეზონს მოუმზადებლი შეხვდა. დასახელებულ პრობლემებს ქობულეთის გამგებელმა უპასუხა. სულხან ევგენიძის განცხადებით,  პროექტები არასწორად იყო შერჩეული და მათი გადაფასება და თავიდან შეძენა ხდება. რაც შეეხება ტურისტულ სეზონს, ევგენიძე ამბობს, რომ ზღვისპირა ქალაქი დამსვენებლებს მომზადებული შეხვდა.

ამავე კატეგორიაში