ბათუმში ქვეწარმავლების საწინააღმდეგოდ შეწამვლა მხოლოდ გამოძახების შემთხვევაში ხდება. მერიის სანდასუფთავების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გაზრდილია გველების დაფიქსირების შემთხვევები და მოქალაქეები მერიას თითქმის ყოველდღიურად მიმართავენ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურმა ქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. თუმცა სამუშაოები მხოლოდ კოღოებისა და ტარაკნების საწინააღმდეგოდ ტარდება.
მრავალსართულიანი ბინების, იტალიური ეზოებისა და კერძო სახლების გარდა სპეციალური ხსნარით დამუშავდება ნაგავშემკრები კონტეინერებიც. დერატიზაციისა და დეზინსექციის სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 369 ათასი ლარია გამოყოფილი.