„ცესკოს“ პირველადი შედეგებით, მერის რიგგარეშე არჩევნებში, 5-ვე მუნიციპალიტეტში - ხულოში, ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონსა და ჭიათურაში გამარჯვება პირველივე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს. უფრო კონკრეტულად, ხულოს მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ ხმების 70 %, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ 23, 7 პროცენტი მიიღო.
ზუგდიდის საარჩევნო ოლქში - 107 - ვე, უბნის მონაცემების მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54,18%, ხოლო "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა კი 42,84%. რაოდენობრივად კი მათ შორის ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი შენგელია 30 ათას 470 ხმა, სანდრა რულოვსი - 24 ათას 95. მერობის დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე ნაკლები მოიპოვეს. მარნეულის საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა ამომრჩეველთა ხმების 79,6% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 28088 ხმა. ზესტაფონის საარჩევნო ოლქში, ყველა უბნის მონაცემის დათვლის შემდეგ, მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ხმათა 50,75% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 12 876 ხმა. მეორე ადგილს „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე 34,26% - ით იკავებს.
ჭიათურის საარჩევნო ოლქში მერის რიგგარეშე არჩევნებზე პირველ ადგილს ასევე „ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი მოდებაძე 64,58%- ით იკავებს. რაოდენობრივად ეს არის 11 721 ხმა. ყველა საარჩევნო უბანია დათვლილი მთაწმინდაზე, მეორე ტური „ქართული ოცნების“ კანდიდატ ვლადიმერ კახაძესა და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება. ყველა უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, მმართველი გუნდის კანდიდატმა, ხმათა 41 % (6036 ხმა) მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, 36.83 % (5422) ხმა.რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მათ შორის ხმები ასე გადანაწილდა: კობა დავითაშვილი – 2.87%; გრიგოლ გეგელია – 3.11%. გერმანე საბო – 4.78%; სოფიო ხორგუანი – 2.58%; ლევან იოსელიანი – 6.43%;