ხულოში, არჩევნების შედეგებს "ქართული ოცნების" შტაბში ფოიერვერკით აღნიშნავენ. ამ ეტაპზე, ოლქში წინასწარი მონაცემები არ არის დამუშავებული.
მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც იმყოფება. 54 უბნიდან, ამ დროისთვის, მხოლოდ 3 უბნის შედეგია ცნობილი, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატი ვახტანგ ბერიძე ლიდერობს.
ხულოს ცენტრში აფეთქებენ ფოიერვერკებს.