მარნეულის #2 უბანზე დენის მოსვლას სანთლის შუქზე ელოდებოდნენ

19 მაისი 2019, 21:34 2284 ნახვა

მარნეულსა და ზუგდიდში, ორ საარჩევნო უბანზე, ხმების დათვლის პროცესი დაგვიანებით დაიწყო. მარნეულის #2 უბანზე დენი გაითიშა. ტვ პირველის პირდაპირ ეთერში ჩანდა, რომ საარჩევნო კომისია დენის მოსვლას, სანთლის შუქზე ელოდებოდა.

ხმების დათვლა ელექტროენერგიის აღდგენის შემდეგ დაიწყეს. 

ზუგდიდის მეხუთე საარჩევნო უბანზე კი გაცემული ბიულეტენების რაოდენობა, ამომრჩევლის საერთო ხელმომწერების რაოდენობას არ დაემთხვა, რის გამოც ხმების დათვლა ვერ დაიწყეს. ეს ის უბანია, რომელის სასულიერო პირებმა დღეს აკურთხეს. 

ნეტგაზეთის ინფორმაციით, უბანზე 425-მა ამომრჩეველმა მოაწერა ხელი, ბიულეტენების რაოდენობა კი – 424 იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში