ინციდენტი ყიზილაჯლოს 49-ე უბანზე 

19 მაისი 2019, 15:54 1474 ნახვა

ინციდენტი ყიზილაჯლოს 49-ე უბანზე. ოპოზიციისა და  არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლების თქმით, ერთ-ერთი რეგისტრატორი მოქალაქეს მითითებას აძლევდა, რომელი კანდიდატი შემოხაზა, რაც მისივე თქმით, ერთი მხრივ - ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევა და აგიტაციაა.

მეორე მხრივ კი ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენა. ინციდენტი  49-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ,  გაუგებრობად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს არ იყო სერიოზული ინციდენტი.  ყიზილაჯლოს 89-ე უბანზე კი დაპირისპირება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ერთ-ერთ დამკვირვებელს შორის მოხდა. ადგილზე პარლამენტის წევრი, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაც მივიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში