ხმაური ზუგდიდის 67-ე ოლქში

18 მაისი 2019, 21:25 1531 ნახვა

ხმაური იყო დღეს  ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. ოპოზიციის  წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სხდომის გამართვას სთხოვდნენ, სადაც ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა მირანდა მესხისგან 81-ე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის გადაყენების საკითხის განხილვას მოითხოვდნენ.

მათი მტკიცებით, მდივანმა გადასატან ყუთთან დაკავშირებით ხელმოწერა გააყალბა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლისგან დღეს ცესკოს თავმჯდომარის - თამარ ჟვანიას ზუგდიდში ჩასვლასაც ითხოვდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში