ნათია თურნავას შეხვედრა საზღვაო აკადემიაში

17 მაისი 2019, 21:02 1750 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავაც იმყოფებოდა დღეს ბათუმში. მინისტრი საზღვაო აკადემიაში იმყოფებოდა. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ შეხვედრა მოულოდნელად მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს მთავრობის დელეგაცია ყაზახეთიდან პირდაპირ ბათუმში ჩამოფრინდა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მედიასაშუალებები არ გაუფრთხილებია, შესაბამისად ვიდეო-მასალა თავად გაავრცელეს. მათივე ცნობით მინისტრი სასწავლებლის საგანმანათლებლო  პროცესს და საწვრთნელ ინფრასტრუქტურას გაეცნო. მინისტრი ასევე შეხვდა აკადემიის პროფესორ - მასწავლებლებსა და სტუდენტებს.

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი