მომდევნო ორი თვე შეჯიბრებებით დატვირთული ექნება საქართველოს მშვილდოსნობის ნაკრებს. სპორტსმენები ჯერ მსოფლიო თასზე ანტალიაში, შემდეგ კი ჰოლანდიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.
ჰოლანდიიდან დაბრუნების შემდეგ ბათუმელი ციკო ფუტკარაძე მეორე ევროპული თამაშებისთვის მოემზადება.ის ჯერჯერობით ერთადერთი ბათუმელი სპორტსმენია, რომელმაც ამ შეჯიბრების ლიცენზია მოიპოვა. ციკოსთან ერთად ევროპის თამაშებზე მამაკაცებიდან ქუთაისელი ჯაბა მოსეშვილი გაემგზავრება.