პირველი ელექტრონული თვითმფრინავი გერმანიაში გამოსცადეს

16 მაისი 2019, 13:39 2702 ნახვა

მსოფლიოში პირველი ელექტრონული თვითმფრინავი გერმანულმა სტარტაპმა Lilium-მა შექმნა. მას უპილოტო რეჟიმის ფუნქციაც აქვს, არ იწვევს ხმაურს, არ აქვს გამონაბოლქვი და ავტომობილზე 5-ჯერ უფრო სწრაფია. თვითმფრინავით გადაადგილება ერთდროულად 5 მგზავრს შეეძლება.

''მას 300 კილომეტრიანი (186 მილის) დიაპაზონი ექნება, აღჭურვილია 36 თვითმფრინავის ძრავით. რაც საშუალებას მისცემს მას ნიუ-იორკსა და ბოსტონს, ჯონ ფრენკ კენედი საერთაშორისო აეროპორტსა და მანჰეტენს შორის, მოკლევადიან რეისებზე მგზავრები გადაიყვანოს. მგზავრობის ფასი, დაახლოებით, 70 დოლარი იქნება,'' - განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა.   

მსოფლიოს ქალაქებში ელექტრონული თვითმფრინავი 2025 წლიდან გამოჩნდება.

ფოტო: bloomberg.com

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი