,,ბათუმის ცენტრალურ პარკში გარე განათება რამდენიმე ადგილას არ მუშაობს, ის განათება კი  რომელიც ღამით  ინთება საკმარისი არ არის და  სასეირნო ბილიკებამდე ვერ აღწევს“- აცხადებენ მოქალაქეები.
მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ დაზიანებაა ორ დღეში გამოსწორდება.  რაც შეეხება განათებას სულხან ევგენიძის განცხადებით, ამჟამად პარკში დაბალი სიმძლავრის ნათურებია, რომელსაც რამდენიმე დღეში შეცვლიან.