კოხსა და ხუცუბანში გზების და ფერდსამაგრი სამუშაოების მოწესრიგებას ითხოვენ

14 მაისი 2019, 12:00 1567 ნახვა

ქობულეთში, კოხსა და ხუცუბანში მცხოვრებლები გზების და ფერდსამაგრი სამუშაოების მოწესრიგებას ითხოვენ. სოფელ კოხში მცხოვრები ბაუჟაძეების რვა წევრიანი ოჯახის წევრების ინფორმაციით,  წლებია მეწყერ საშიშ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და არის გზის ჩახერგვის საშიშროებაც.  იგივე სამუშაოების ჩატარებას ითხოვს სოფელ კოხში მცხოვრები გურამ ტაკიძის ოჯახიც. მისი ინფორმაციით,  საგზაო  ინფრასტრუქტურის მოწესრიგების  მიზნით   მერიაში  წერილობითი განცხადებაც შეიტანა.

მერიაში აცხადებენ, რომ შეძენილია 150 -ზე მეტი ოჯახისთვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, მიმდინარეობს სახსრების მოძიების პროცედურები რის შემდეგაც მოთხოვნები ეტაპობრივად დაკმაყოფილდება.  მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურაც,

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში