ყინჩაურის მცხოვრებლების საპროტესტო აქცია

18 აპრილი 2016, 00:00 4258 ნახვა

აჭარისწყალ ჯორჯიას წარმომადგენლები სოფელ ყინჩაურის მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენ, რომელიც მედიისთვის დახურულია. მანამდე სოფელ ყინჩაურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივების მოთხოვნები უცვლელია. ისინი გვირაბის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ., რადგან ფიქრობენ, რომ მეწყერსაშიშ ზონაში აღმოჩნდნენ. საპროტესტო აქციებს სხალთის ხეობის სამი სოფელი გამოეთიშა: ძმაგულის, გურძაულის და ჭერის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ გვირაბის მშენებლობა აღნიშნული სოფლებიდან შორსაა და ზიანს ვერ მოუტანს. 

ამავე კატეგორიაში