უფლებადამცველის გამოხმაურება

18 აგვისტო 2016, 00:00 2284 ნახვა

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს სოფელ მახალაკიძეებში მოსახლეობასთან შეხვედრისკენ მოუწოდებს. იგი დღეს მშენებარე გვირაბთან რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურება. მისი თქმით, სამართალდამცველებმა მოსახლეობა ცენტრალური ქუჩის გადაკეტვის მიზეზით დაარბიეს. რასაც არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. აქ აცხადებენ, რომ გვირაბთან მისასვლელი გზა აქციის მონაწილეებმა პოლიციის თანამშრომლების მოწოდების შემდეგ  გაათავისუფლეს. 

ამავე კატეგორიაში