ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ბაგრატიონის ქუჩის მიმდებარე მონაკვეთების რეაბილიტაცია გრძელდება. გურამიშვილის, მელიქიშვილის , შესახვევის, სააკაძისა და ჩოლოყაშვილის ქუჩების მონაკვეთზე დასრულებულია გრუნტის შეცვლის სამუშაოები და დაწყებულია ბორდიურების მოწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულება 6 მილიონ 293 ათასს 513 ლარია.