ცნობილი ბრიტანული სპორტული გამოცემის ინფორმაციით, გუშინ ბათუმში, ‘ ანგისის სპორტულ ბაზაზე, “დინამო’’ ბათუმისა და ‘’დინამო’’ თბილისს შორის გამართულ შეხვედრას, 8 000 ადამიანი დაესწრო.
"ანგისის ბაზის“ ტრიბუნებზე 1 500 მაყურებელი ეტევა, თუმცა თამაშებს, ხშირად, 4 და 5-ჯერ უფრო მეტი გულშემატკივარი ესწრება.
ადგილების ნაკლებობის გამო, ბათუმელებს ორიგინალურობის გამოჩენა უწევთ და ხან ხეზე შემომჯდარს, ხანაც კიბეზე შემომდგარს უწევთ მატჩის ყურება.
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის„ მეთორმეტე ტურის მატჩში, ‘’დინამო’’ ბათუმმა 3:2 დაამარცხა ‘’დინამო’’ თბილისი.
გამარჯვების გოლი, დამატებით დროში, 93-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე გაფრინდაშვილმა გაიტანა.