შეუზღუდეს თუ არა ოჯახს უფასო სასადილოს საკვებით სარგებლობა სიუჟეტის გამო?

09 მაისი 2019, 21:00 2055 ნახვა

შეუზღუდეს თუ არა სოციალური სასადილოს ბენეფიციარს საკვები პროდუქტით სარგებლობის უფლება „მთავარში“ გასული სიუჟეტის გამო? დღეს ერთ-ერთი რესპონდენტი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ სატელევიზიო ინტერვიუს მიცემის შემდეგ, რომელშიც იგი სასადილოს მიმართ საყვედურს გამოთქვამდა, პრობლემები შეექმნა.

ამბობს, რომ სასადილოში საკვების წამოსაღებად მისულ არასრულწლოვან შვილს უსაყვედურეს და კუთვნილი ულუფის ნაწილი არ მისცეს. ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო სოციალური სერვისების სააგენტო.  

ასლან გელაძე აცხადებს, რომ რეაგირება აუცილებლად მოხდება. სააგენტოს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ  საკვების გაცემას ბენეფიციარს ვერ შეუზღუდავდნენ. ვარაუდობს რომ შესაძლოა გაუგებრობა გაზის გათიშვის დროს კერძების მომზადების გაჭიანურებამ გამოიწვია.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი