პროკურატურის განცხადება

18 აგვისტო 2016, 00:00 2194 ნახვა

ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პატიმართა ცემა-წამების ამსახველი ვიდეომასალის წარმომავლობისა და გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა მოკვლევას იწყებს.  გამოძიება ე.წ. ციხის კადრების საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარდება. განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების განმარტებით, ე.წ. კარანტინის დაშლის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების 15 თანამშრომელი მიეცა. პროკურატურის ცნობით, „პატიმრის ცოცხით წამების ეპიზოდზე“ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ორი თანამშრომელი მიეცა, რომელთა მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. პატიმართა მიმართ 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ჩადენილ ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 60 თანამშრომელი მიეცა, მათგან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია 42 პირის მიმართ" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი