ხვალ, 8 მაისს 10:00-დან, 20:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება ჩაქვში ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებს.
''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, შეზღუდვების დაწესება, 1000 მმ-იანი წყალმომარაგების მილის დაზიანების გამო გახდა აუცილებელი.
კომპანიის ცნობით, ხვალ ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოებია დაგეგმილი.