''ხელისუფლებას აქვს სურვილი ''რუსთავი 2-ის'' სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს''- რუსთავი 2-ის საქმე

07 მაისი 2019, 15:00 1521 ნახვა

''ხელისუფლებას არ სურს, მედიით კრიტიკული აზრი ისმოდეს'' - ასე აფასებენ ტელეკომპანია ''რუსთავი 2-ის'' წინააღმდეგ დაწყებულ ახალ სასამართლო დავას მესამე სექტორის წარმომადგენლები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით, კითხვითი ნიშნები ისევ არსებობს.

‘’რუსთავი 2-ის'' ირგვლივ დაკავშირებული მოვლენები არ არის მხოლოდ სამართლებრივი დავის ნაწილი. როგორც ჩანს აქ ყოველთვის იყო და არის მაღალი პოლიტიკური ინტერესიც. ამიტომ, ეს კონკრეტული სარჩელი არის თუ არა, ამის გაგრძელება ძალიან სწრაფად ვნახავთ. ცხადია ლოგიკურია კითხვების დასმა რატომ ახლა, ამ სარჩელის შეტანა? სამართლებრივ ნაწილს რაც შეეხება, მას ცხადია უფრო სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს - ამბობს საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე. 

არასამთავრობო ორგანზიაცია ''საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის'' წარმომადგენელი კი ფიქრობს, რომ ​ ‘’რუსთავი 2'' არის ერთადერთი ძალა რომელიც ამ შემთხვევაში ხელისუფლებას აწუხებს.

''მიგვაჩნია, რომ ეს დავა არის იმ დავის გაგრძელება, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ჰქონდა ადგილი. არ შეიძლება შეფასდეს ეს მხოლოდ ორ კონკრეტულ კერძო სუბიექტს შორის დავად’’ - უთხრა აჭარის მაუწყებელს ედუარდ მარიკაშვილმა. 

გუშინ, 6 მაისს ტელეკომპანიის დირექტორმა ბრიფინგი გამართა. ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ​''რუსთავი 2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე, მეწილეებს უჩივის და მათგან, დაახლოებით 26 მილიონ ლარს ითხოვს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი