ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საკანალიზაციო სისტემის სატუმბი ნაგებობის დემონტაჟს ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობა. მათი თქმით, შენობას 25 წელია ექსპულატაციის ვადა გაუვიდა და ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა.
მოსახლეობამ შენობის დემონტაჟი საკუთარი ძალებით სცადა, რაც მერიამ აუკრძალა და დაჯარიმების შესახებ გააფრთხილა. შენობა „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ ბალანსზეა. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართეს შესაბამის უწყებას.