ბათუმი საპარლამენტო სწავლებისა და კომუნიკაციების შესახებ სემინარს მასპინძლობს. მასში აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის პარლამენტების ადმინისტრაციები მონაწილეობენ. სემინარი სამი დღე გაგრძელდება.
ერთმანეთს გამოცდილებას ლიეტუვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, უკრაინის, საქართველოს პარლამენტების და უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციების წარმომადგენლები გაუზიარებენ.