„კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“

06 მაისი 2019, 15:18 1179 ნახვა

„კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“ - თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. სიტყვით უკვე გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო ევროპის ნაწილია და კულტურის განვითარებაში საქართველოს მთავარი მხარდამჭერი სწორედ ევროპაა. 

მამუკა ბახტაძის განცხადებით კი უპირველესი ამოცანაა, საერთაშორისო მასშტაბით გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა, გაღრმავდეს კულტურათშორისი დიალოგი. მტავრობის მეთაურის თქმით, საქართველო 2021 წელს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში