ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ქალს მარცხენა ფეხზე დაზიანება აქვს მიყენებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.