ქედაში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

03 მაისი 2019, 10:58 7159 ნახვა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში, სოფელ ვაიოში. გარდაცვლილია ორი ადამიანი და დაშავებულია 3. 

ქედის სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს, დაახლოებით 21 საათისთვის მოხდა. ადგილზე მისულ მედიკოსებს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ, მეორე კი მოგვიანებით, სამედიცინო ცენტრში ტრანსპორტირების დროს გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი ახლობლის სამძიმრიდან უკან ბრუნდებოდნენ. ტრანსპორტი, სავარაუდოდ, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში