ხულოს მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

02 მაისი 2019, 14:56 1464 ნახვა

ხულოს  მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას 14 კანდიდატი გააგრძელებს. პარტია ,,ახალი ქრისტიან დემოკრატების“ კანდიდატმა, როლანდ აბულაძემ კანდიდატურა  განცხადების საფუძველზე მოხსნა.

იგი სატელევიზიო კომენტარზე უარს აცხადებს, სატელეფონო საუბარში კი გადაწყვეტილების მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.

ხულოში რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. კანდიდატები 13 პოლიტიკური სუბიექტს ჰყავს წარდგენილი, არჩევნებში ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში