ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია

17 აპრილი 2016, 00:00 5716 ნახვა

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია. ნორვეგიაში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროს და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლაშა ტალახაძემ 6-ვე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 463 კგ დააფიქსირა. 212 კგ, ატაცში, 251 კგ კი აკვრაში. ამასთან ლაშა ტალახაძემ ატაცში ევროპის რეკორდი დაამყარა. გოტფრიდი, რომელმაც 249 კგ დაძლია, მხოლოდ 1 კგ-ით ჩამორჩა ჩემპიონს. მეშვიდე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა ირაკლი თურმანიძემ. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში