ერისონის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

14 აგვისტო 2016, 00:00 3012 ნახვა

ათი-ათასმა მაყურებელმა ნახა გუშინ ერისიონის  `ქართული საგანძური”. ბლექსი არენამ უმასპინძლა კონცერტს, რომელიც ანსამბლმა ამ ფორმატით საქართველოში პირველად  წარმოადგინა. საკონცერტო პროგრამა, თავის  დროზე ფრანგ პროდუსერებთან ერთად შეიქმნა და გასტროლებზე იყო ორიენტირებული. შოუ ორი საათის განმავლობაში  გრძელდება  და საქართველოს ყველა კუთხის  სიმღერა და ცეკვაა გაერთიანებული.  ფოლკლორული კონცერტისთვის სპეციალურად  მოეწყო სცენა, გახმოვანების  და განათების სისტემა. პროექტის საპრემიერო ჩვენებას შეკვეთილში, ყოფილი და მოქმედი პრემიერ მინისტრები დაესწრნენ. ლეგენდარული ანსამბლი სრული შემადგენლობით გუშინდელ კონცერტზე  სიმბოლურად ჩაერთო  სოციალურ  აქციაში `სახელწოდებით შენი გულისთვის შენი უსაფრთხოებისთვის”, რომელიც შინაგან საქმეთა  სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით დაიწყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი