პანკისის ხეობა ჰესების წინააღმდეგ

21 აპრილი 2019, 20:00 1168 ნახვა

პანკისის ხეობაში,  ამ დროისთვის ვითარება  განიმუხტა. ხეობაში, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც  სოფელ ბირკიანთან ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები განახლდა. დღეს დილიდან პოლიცია და სპეცრაზმი იყო ადგილზე მობილიზებული, რომელმაც მძიმე ტექნიკასთან მისასვლელი ყველა გზა  გადაკეტა. ადგილობრივ  მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის მოგვიანებით დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ჟურნალისტები, სპეცრაზმელები და აქტივისტები.

დაპირისპირებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სხვადასხვა  დაზიანება მიიღო 27-მა ადამიანმა.  ადგილობრივების წინააღმდეგ, რომლებიც ხეობაში ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.  ადგილობრივებსა და შინაგან საქმეთა მინისტრს  შორის დღეს ორი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ერთი, თელავში,  უშედეგოდ დასრულდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი