არჩევნებში მონაწილე სუბიექტების რეგისტრაციისთვის განაცხადების მიღება დღეს დასრულდება. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კენჭისყრის სურვილი ამ დრომდე 25 პარტიას აქვს დაფიქსირებული, მათგან უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 15 უკვე დაარეგისტრირა, 10 კი განხილვის პროცესშია.