პანორამა თბილისის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ამის შესახებ ექიმები აცხადებენ. ეს შემთხვევაც ერთ-ერთია იმათ შორის, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს და ინსპექტირების სისუსტეებს ეხება - მიუხედავად გაზრდილი უფლებამოსილებისა არსებული რესურსით სამინისტრო ყველა ობიექტის დროულ შემოწმებას ვერ ახერხებს.
არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ სწორედ მუშების დაშავების და დაღუპვის შემთხვევებია ინდიკატორი, რომ არსებული კანონმდებლობა არ არის ეფექტიანი და მთავრობამ სწრაფად უნდა იმოქმედოს. ფაქტია დღეს ხარვეზების და უსაფრთხოების ნორმების შემოწმება განსაკუთრებით რთულია რეგიონების შემთხვევაში - აჭარაში სახელმწიფოს ინსპექტორები ჯერ საერთოდ არ ჰყავს.