„მოუსმინე, რომ ისაუბრო“ - ამ სლოგანით სმენადაქვეითებული ბავშვების, სმენითი აუდიო ვერბალური თერაპიის ფარგლებში საჯარო ლექცია პორტუგალიიდან მოწვეულმა ექსპერტმა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ჩაატარა.
შეხვედრას უნივერსიტეტის „განათლების, მედიცინის და ფსიქოლოგიის“ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც გაეცნენ: უცხოელი ექსპერტის გამოცდილებას - ენის და მეტყველების თერაპიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე.