''მე, ჩვენ და სახელმწიფო არაფერს დავიშურებთ, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ქართული ენა'' - სალომე ზურაბიშვილი

14 აპრილი 2019, 00:00 1035 ნახვა

მე, ჩვენ და სახელმწიფო არაფერს დავიშურებთ, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ქართული ენა- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა ენა არის მთავარი კარი ურთიერთობებში და ერთმანეთის პატივისცემა სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნაზე გადის.

სალომე ზურაბიშვილმა ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მათ, ვისაც სურს დაიბრუნოს, ან აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა, ქართული ენის ცოდნა აუცილებელია. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დედაენის დღის აღსანიშნავად ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატული პანოს საზეიმოდ გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი