ორგანიზაციის „ერთად სახლში“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პროტესტი აჭარის მთავრობის სახლთან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ახალგაზრდები მასობრივად ტოვებენ ქვეყანას და ხელისუფლება ამ პროცესს ხელს უწყობს.
მათი თქმით, ეკონომიკური კრიზისისა და სამუშაო ადგილების დეფიციტის გამო მოქალაქეები იძულებული ხდებიან,ემიგრაციაში წავიდნენ.