ბათუმის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული დეპუტატი როინ ზოიძე ექსპერტიზაზე იმყოფებოდა

13 აპრილი 2019, 00:00 1267 ნახვა

ბათუმის საკრებულოში  ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული დეპუტატი როინ ზოიძე ექსპერტიზაზე იმყოფებოდა. მისი თქმით ის პოლიციის სამმართველოში დღეს  განმეორებით  დაიბარეს, საიდანაც  ლევან  სამხარაულის  სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიყვანეს.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება 239 -ე  ხულიგნობისა და 126-ე  ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. საკრებულოს წევრების თქმით პოლიციის სამმართველოში გამოკითხვებზე გუშინ იმყოფებოდნენ.  ტერენტი გრანელი პოეტი, თუ პროზაიკოსი? სწორედ ეს კითხვა გახდა ფიზიკური დაპირისპირების მთავარი საბაბი - სიტყვიერ შეურაცხყოფას ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა, დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როინ ზოიძე - გამოიძახეს პოლიცია, დეპუტატი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი