ზედა ჭარნალში ახალი გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. არმირებული ბეტონის საფარის დაგებისათვის ბიუჯეტიდან 54 ათას 753 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 5 შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მოეწყო, რისთვისაც ჯამში 179 ათას 883 ლარი დაიხარჯა.