ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე - როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში უქმე დღეებში, მზიანი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +27 გრადუსამდე მოიმატებს.
სანაპირო კურორტებზე +24 გრადუსი იქნება. მაღალმთიან აჭარაში +16, +18 გრადუსამდე დათბება.
13 აპრილს ბათუმი მცირე მოღრუბლულობა დაფიქსირდება, იქროლებს დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +12 დღისით +23 გრადუსი იქნება.
ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მოიმატებს, თუმცა დღე უნალექოდ ჩაივლის.
შუახევში დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ იქნება, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +7 დღისით +15.
ხულოშიც უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს. ქედაში კი დღისით +18 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, გომარდულში ცვალებად მოღრუბლულობას პროგნოზირებენ. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +1 დღისით +13.
გოდერძის უღელტეხილზე კი ჰაერის ტემპერატურა: ღამით -2 დღისით +9 დაფიქსირდება.