ვაჟა-ფშაველას #13-ში კორპუსის მშენებლობის პროექტს ზონალური საბჭო განიხილავს

11 აპრილი 2019, 00:00 1429 ნახვა

ვაჟა-ფშაველას ქუჩის 13 ნომერში ცხრასართულიანი კორპუსის სამშენებლო პროექტს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ზონალური საბჭო დაახლოებით ათ დღეში განიხილავს.  

კომპანია „ბათინვესტის“ დირექტორის განმარტებით,  ტერასული ტიპის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში უკვე შეტანილი აქვს. სოფო ნებიერიძის ინფორმაციით,  ტერიტორიაზე უკვე ოთხი წელია ბინების მიღებას 13 ოჯახი ელოდება.

ტერიტორია ამჟამად დაჭაობებულია და შექმნილ დისკომფორტზე მოსახლეობა „მთავარში“ გუშინ საუბრობდა.

სახლს ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2015 წლის ივნისში მიანიჭა.  XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული სახლი კი, ბათუმის ცენტრში  2015 წლის ნოემბერში დაანგრიეს, რის შემდეგაც კომპანიამ სააგენტოს ძეგლის სტატუსის მოხსნის თხოვნით მიმართა. 

მოთხოვნა გასულ წელს დაკმაყოფილდა, შენობას ისტორიული ძეგლის სტატუსი აღარ აქვს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი