ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრმა ღამე ბათუმის მერის კაბინეტთან მისაღებში გაათენა. ისინი მერიის აიპებსა და შპს-ებში დასაქმებულ პირთა სიას ითხოვენ. აცხადებენ, რომ მერია სიას მიზანმიმართულად არ ასაჯაროვებს, რადგან იკვეთება ნეპოტიზმის ნიშნები.
პარტიის წევრებს დილით ქალაქის მერი შეხვდა, თუმცა ამბობენ, რომ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს. ოპოზიცია პროტესტს აგრძელებს და ლაშა კომახიძეს დღეს ორ საათამდე აძლევს დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ მერს კაბინეტში შესვლის საშუალებას არ მისცემენ.
ქალაქის მერი აცხადებს, რომ ოპოზიციამ გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი კანონის ფარგლებში წერილობით მიიღო, პერსონალური ინფორმაციის გაცემას კი კანონი კრძალავს.