კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

08 აპრილი 2019, 00:00 1320 ნახვა

დიღმის მასივში აფეთქებისას ექვსი დაშავებულიდან ყველაზე რთული 22 წლის კაცის მდგომარეობაა. მას  სხეულის 35 პროცენტიანი  დამწვრობა  აქვს მიღებული. კლინიკებში ამ დრომდე ექვსი დაშავებული რჩება.  აფეთქებისას სულ 8 პირი დაშავდა. იქნება თუ არა  კორპუსი საცხოვრებლად ვარგისი ეს მას შემდეგ გაირკვევა რაც ექსპერტიზის დასკვნა დაიდება. პირველადი ვერსიით, აფეთქება კუსტარულად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია. 

კორპუსში მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ მათ გაზის სუნი იგრძნეს და „ყაზტრანსგაზის“ ცხელ ხაზზეც დარეკეს.  კომპანიაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს  თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე მისვლა დააგვიანეს-სიცრუეა. მომხდარის შემდეგ მოსახლეობასთან ერთად გამოიკითხნენ კომპანიის თანამშრომლებიც. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი