მოქალაქეები, რომლებიც ბათუმის კლუბებში ტურისტებს თანხას სძალავდნენ დავაკავეთ - შსს

08 აპრილი 2019, 00:00 6121 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 5 მოქალაქე დააკავა, მათგან სამი პირი წარსულში ნასამართლევია. 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები სხვადასხვა დროს ბათუმში მდებარე ორ კლუბში, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სისტემატურად სთხოვდნენ არარსებული მენიუს საფასურს და შეუსაბამოდ დიდ თანხას ახდევინებდნენ.

ბრალდებულებმა 8 ტურისტს 2100 ევრო, 5123 ლარი და 10 800 თურქული ლირა გამოსძალეს.

დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში