სასიკვდილო შრომა

07 აპრილი 2019, 00:00 1351 ნახვა

რეგულაციები მკაცრდება, თუმცა სამუშაო ადგილებზე ადამიანები, ისევ იღუპებიან. ამ მხრივ, განსაკუთრებით საგანგაშოდ გამოიყურება გასული წლის სტატისტიკა. ერთ-ერთი ბოლო და ტრაგიკული შემთხვევა კი, რამდენიმე დღის წინ,  1 აპრილს, თბილისში მოხდა, რა დროსაც ორი ახალგაზრდა ადამიანი  დაიღუპა. ხელისუფლებაში, არსებული მძიმე ვითარებიდან გამოსავალს  კანონის გამკაცრებაში ხედავენ. შრომის ინსპექციის უფლებამოსილება პირველი სექტემბრიდან ფართოვდება.

გამკაცრებული რეგულაციების ამ დრომდე გადავადებას,  ნეგატიურად აფასებენ მესამე სექტორში. ოპოზიცია კი, ხელისუფლებას კანონის აღსრულების ნაწილში აკრიტიკებს. ის რომ უკვე არსებული კანონმდებლობა ხშირად ირღვევა, არ უარყოფენ ხელისუფლებაშიც. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ აქცენტი არა დასჯაზე, არამედ დასაქმებულისა და დამსაქმებლის  უფლებებს შორის ბალანსის დაცვაზე უნდა გაკეთდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი