ასე მარტივია ამ ქვეყანაში სახელმწიფო მოხელის, დეპუტატის, მინისტრის ჩაწერა? - ლევან გოგიჩაიშვილი

04 აპრილი 2019, 00:00 1699 ნახვა

''პროკურატურა რა ხდება? ანუ ჩვენ, ადამიანები დაზღვეულები არ ვართ პირადი სივრცისგან'' - თქვა ფარულ აუდიჩანაწერებზე კომენტირებისას დეპუტატებმა ლევან გოგიჩაიშვილმა. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ შესაბამისმა უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა დაადგინონ ვინ ჩაწერა ფაილი.

''ჩვენ არ ვიცით ვინ რა განწყობით საუბრობს, ნებისმიერი ორი ადამიანი შეიძლება დაჯდეს, მოიმართოს ჩამწერი და ისაუბროს იმაზე, რაც მათ აწყობთ, რეალურად კი ეს რეალობასთან შესაბამისობაში არ იყოს. ყველაზე მთავარი, ასე მარტივია ამ ქვეყანაში სახელმწიფო წარმომადგენლის, დეპუტატის, მინისტრის ჩაწერა? მე მაინტერესებს კონკრეტული პასუხი იმ უწყებებისგან, ვინც ეს უნდა გამოიძიოს. პროკურატურა რა ხდება? ანუ ჩვენ, ადამიანები დაზღვეულები არ ვართ პირადი სივრცისგან. ვინ არის ის ადამიანი ვისაც ესაუბრება. აუცილებლად უნდა მოხდეს ორი მიმართულების მუშაობა, უნდა დადგინდეს ვინ ჩაწერა და უმკაცრესად დაისაჯოს'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დეპუტატმა.

ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ აუდიოჩანაწერში ნახსენებ ბიზნესებზე კითხვები იქნება, ფიქრობს რომ დეპუტატები პასუხებს არ გაექცევიან.

''ის საკითხები, რომლებზეც ისაუბრეს რათქმაუნდა ამასთან დაკავშირებით კითხვები დაისმება. ვფიქრობ დეპუტატები პასუხს გაცემენ, ეს ვიღაცისთვის უხერხული არ არის. არა მგონი პასუხებს გაექცნენ. არ ეტყობათ, რომ ტირ-პარკები ჰქონდეთ. ვიღაცას ეტყობა ვიღაცას არა. ისე არ უნდ ავქნათ, რომ ყველა ტალახი, არსებულ რეალობად მივიღოთ. მე არც პროკურორი ვარ და არც მოსამართლე. ბრალდება უამრავი შეიძლება იყოს, მეც შეგიძლიათ დამაბრალოთ, რომ ვფლობ ტერმინალს ბათუმის შესასვლელში, მაგრამ არ არის ასე'' - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი. 

ტელეკომპანია ''პირველმა'' გუშინ ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ფიგურირებს. ჩანაწერის მიხედვით, დიალოგი უცნობ პირთან მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩილ ხაბაძე რეგიონში ''ქართული ოცნების'' მაღალჩინოსნების გავლენაზე ყვება, ახსენებს აჭარის მთავრობის ასევე ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს, ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს და ბიძინა ივანიშვილს.

ასევე საუბრობს "ჩაჩეხილ'' ბიზნესებზე, ახსენებს ორ დეპუტატს გია ვოლსკსა და ერეკლე ტრიპოლსკის. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი