ბიუროს სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის  შესრულების  წლიური ანგარიში განიხილეს 

03 აპრილი 2019, 00:00 1316 ნახვა

გასული  წლის  რესპუბლიკური  ბიუჯეტის  შესრულების  წლიური ანგარიში განიხილეს უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე. უმრვალსეობის განცხადებით ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში გადაჭარბებით, 108 პროცენტით შესრულდა. ხარჯვით ნაწილში კი 92 პროცენტიათ

მეორე საკითხად ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომლის თანახმადაც უმაღლესი საბჭოს, როგორც საზედამხედველო და მაკონტროლებელი  ორგანოს ფუნქციები იზრდება.  დღესვე ბიუროს სხდომაზე  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2018 წლის საქმიანობის  ანგარიშის მოსმენათან დაკავშირებით იმსჯელეს. მრჩეველთა საბჭო გასული წლის ანგარიშს დეპუტატებს სხდომაზე წარუდგენს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი